შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 7 თვეში 98 ნარკორეალიზატორი დააკავა და 15 კილოგრამამდე „ჰეროინი” ამოიღო, _ აღნიშნულის შესახებ შსს-ში განაცხადეს.
უწყების ცნობით, _ ამ დროის განმავლობაში ამოღებულია, დაახლოებით, 15 კილოგრამამდე „ჰეროინი”, 7191 აბი „სუბუტექსი” და „სუბოქსინი”, 1 კილო და 400 გრამი „კოკაინი”, 2 კილოგრამამდე „მდმა”, 1 კილოგრამი და 200 გრამი “ჰაშიში”, 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ასევე, 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.
ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) – 98 პირს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოტიკების უკანონო გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, _ აცხადებენ შსს-ში.