შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ბოლო 7 თვის განმავლობაში, სხვდასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: დაახლოებით 15 კილოგრამამდე „ჰეროინი”, 7191 აბი „სუბუტექსი” და „სუბოქსინი”, 1 კილო და 400 გრამი „კოკაინი”, 2 კილოგრამამდე „მდმა”, 1 კილოგრამი და 200 გრამი “ჰაშიში”, 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ასევე, 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები, _ აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყება ავრცელებს ვიდეოსიუჟეტს, როგორ დებენ ნარკოტიკს ინტერნეტით რეალიზატორები წინასწარ შერჩეულ ადგილებში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved