კამბოჯაში არჩევნების წინ დამუკიდებლად მაუწყებელი მედიასაშუალებების არხები დაბლოკეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE VOACAMBODIA ავრცელებს.
„ბოლო რამდენიმე საათია ინტერნეტ პროვაიდერები და მობილური კომპანიები დამოუკიდებელ, ინტერნეტ-მედიის გვერდებს აქტიურად ბლოკავენ, მათ შორის რადიო “თავისუფალ აზიას”, “ამერიკის ხმას” და “დემოკრატიის ხმას”, ასევე ინგლისურენოვან გაზეთების ვებგვერდებს“,_აცხადებს ადამიანების უფლებადამცველი ნელი პილორჯი.
როგორც ცნობილია, კომენტარი მაუწყებლების დაბლოკვის შესახებ არავის გაუკეთებია.
მაუწყებლის ინფორმაციიით, არჩევნები გაეროს და დასავლეთის ქვეყნებში გაკრიტიკებულია და ყალბად არის ცნობილი მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ დაშალა კამბოჯას ეროვნული სამაშველო პარტია მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდების გამო, ხოლო პარტიის ლიდერი ქვეყნის ღალატისთვის დააპატიმრეს.
პარტიამ, რომელიც 2013 წლის არჩევნებზში დამარცხდა უარყო ბრალდება, ლიდერები კი საზღვარგარეთ გაიქცნენ.