კახეთში ძმამ ძმა დაჭრა. შემთხვევა თელავში გვიან ღამით მოხდა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს უკავშირდება.