გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარება ლეგალურად სცნო.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად გააკრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მეტიც, მმართველი გუნდის წარმომადგენლის, მირიან წიკლაურის თქმით, საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ უნდა გაუქმდეს.
პოლიტიკის ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე ,,გურია ნიუსთან“ სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საზოგადოება ასეთი სახის სიახლისთვის მზად არ იყო.
პოლიტოლოგი ხელისუფლებას ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
,,ნარკომანია მთლიანად პრობლემაა, ამიტომ, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ სასწრაფოდ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი, დიდი ხიფათი ჩნდება და გამოსწორება შეცდომებისა, როგორც წესი, თუ შეუძლებელი არა, ძალიან გვიანი იქნება. ზოგადად, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აუცილებელია ძალიან მკაცრი რეგულაციის გატარება იმ გადაწყვეტილების დაცვის ფარგლებში, რა გადაწყვეტილებაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.
ნარკოტიკებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეზღუდვა უნდა არსებობდეს. ალბათ, პარლამენტმა უნდა იმუშაოს აქტიურ რეჟიმში, რომ ამ პროცესმა კამათი, დაბნეულობა და ქაოსი არ გამოიწვიoს. ჩემი აზრით, არა ვართ დღეს მზად, არც იმ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული და არც საზოგადოებაა მზად ამისთვის. პრობლემა უნდა მოგვარდეს ისე, რომ ახალი პრობლემები არ წარმოიქმნას“,_გვითხრა ძაბირაძემ.
როგორი კანონპროექტებით უპასუხებს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით, უცნობია.