გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
„საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატობა არის ქალის ნახევრადფეხმძიმობ, რაც არ შეიძლება არსებობდეს ბუნებაში. დამოუკიდებელი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში არ შეიძლება არსებობდეს დედამიწის პოლიტიკურ სისტემებში. თუ ვიღაცას მთვარეზე და იუპიტერზე უნდა გაფრენა და პოლიტიკური სისტემის აწყობა დამოუკიდებელი კანდიდატებით და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალებით და ყველასგან დამოუკიდებელი ფენომენალური პერსონებით ეს უკვე მისი და მისი სარეკეტო მოწყობილობის საქმეა.
სალომე ზურაბიშვილი არის იგივე დედალი ივანიშვილი, ოღონდ კაბაში ჩაცმული. ჯერ გააკეთოს განცხადება, დააყენოს კანდიდატურა და მერე შევაფასოთ. ვიღაცამ არ იფიქროს, რომ ამ ფულზე ამხედრებული დედაკაცის ვიღაცას შეეშინდა“,_აცხადებს ნათელაშვილი.