ეს ფოტო ოზურგეთში, ე.წ. ნასაკირალის უღელტეხილზე, თხილის მიმღებ ფუნქტთან არის გადაღებულია გადაღებული. კრეატიული რეკლამის ავტორის თქმით, ფასი თხილის ვარგისიანობაზეა დამოკიდებული:
_ ჯერ თხილი უნდა მოიტანოთ და ფას მერე გეტყვით. თუმცა, ის შემიძლია გითხრათ, რომ აქ მართლაც “შოკ ფასებია”, _ ამბობს მიმღები პუნქტის მეპატრონე.
_ კი, შოკია, აბა რა არის. 50 თეთრს რომ მოგცემენ ერთ კილოგრამ თხილში უკეთესი არაფერი დაგემართება, _ მიმღები პუნქტის მეპატრონესთან ჩვენი საუბარი უკომენტაროდ არ დაუტოვებიათ ადგილობრივებს, რომლებიც უპასუხოდ არ დარჩენილან:
_ თუ გული ჯანმრთელი აქვს 2 ლარსაც კი ვიხდით, _ აღნიშნა თხილის მიმღები პუნქტის მფლობელმა და განმარტა, რომ ფასს ბაზარი არეგულირებს.