მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა. ის ა.ც. N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს.
გავრცელებული ცნობით, მან ბანაობისას თვითდაზიანება მიიყენა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, რის შემდეგაც, დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დაუყონებლივ მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და მსჯავრდებულის გადაყვანა მცხეთის სამედიცინო დაწესებულება – „ჯეოჰოსპიტალში“. მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახი ინფორმირებულია.
მომხდარზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.