https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დანარჩენი განსაჯოს მამაზეციერმა!”

9:08; 2.08.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში მდებარე ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობის დემონტაჟი და იქ არსებული ქონების გასხვისება, დავის საბაბი გახდა სააქციო საზოგადოება “ლესის” აქციონერთა შორის. საქმე ისაა, რომ, თავის დროზე, აუდიტორული დასკვნის მიხედვით, 140 ათას დოლარად შეფასებული ქონება, გასულ თვეში აქციონერთა ნაწილმა ისე გაასხვისა, რომ ამის თაობაზე არაფერი იცოდა აქციონერთა იმ ნაწილმა, რომელიც, შრომითი კოლექტივის სახელით, ქონების 9,27%-ის მფლობელია.

ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 5 ივნისს, აქციონერთა საერთო კრება გაიმართა. თუმცა, ამ კრებას არ ესწრებოდა ზემოთ ნახსენები 9,27%-იანი წილის არც ერთი მფლობელი. სწორედ აქციონერთა ამ ნაწილს აქვს პრეტენზიები ხუთ ივნისს კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ლესაში მდებარე 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დარჩენილი შენობა-ნაგებობები 12 500 ლარად მიყიდეს ნოდარ გიორგაძეს, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა.

სააქციო საზოგადოების დირექტორის სახელით, ლანჩხუთის მერიაში შესული განცხადებით, რომლის ადრესატიც მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილია, ირკვევა, რომ ზემოთ ნახსენებ კრებას აქციონერთა კიდევ ერთი შეკრება უძღოდა წინ, სადაც შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.

“ამჟამად კონტრაქტორი აქციონერების წილი სააქციო საზოგადოებაში შეადგენს 84%-ს, რითაც საზოგადოება უფლებამოსილია, განახორციელოს შემდგომი საწარმოო-სამეურნეო და კომერციული საქმიანობები.

ამასთან, მოგახსენებთ, რომ საწარმოო კორპუსი და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები ამორტიზირებული, შემდგომი ფუნქციონირებისთვის უვარგისია და საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც, 2018 წლის 14 მაისს აქციონერთა საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ამორტიზირებული და ავარიული შენობების დემონტაჟის შესახებ”, _ ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც საზოგადოების თავმჯდომარე ქეთევან ჩხაიძე აწერს ხელს და მერისგან ნებართვას ითხოვს, ორსართულიანი საწარმო კორპუსის, სახანძრო აუზის, საწვავის ავზების სადგომის, ტუალეტისა და სადარაჯო ჯიხურის დემონტაჟის თაობაზე.

თუმცა, ირკვევა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს აქციონერთა ის ნაწილი, რომელიც კრებას არ ესწრებოდა. მათი თქმით, ეს ფაბრიკა 1983 წელს აშენდა და იმ დროისთვის არსებულ მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდა.

“1983 წელს აშენდა ეს ფაბრიკა. 80 ტონა ნედლეულზე იყო გათვლილი და იმ დროისთვის არსებულ მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდა. დაუჯერებელია კრების გადაწყვეტილება, რომ თითქოს საფრთხის შემცველი იყო ეს შენობა ვინმესთვის. მაჟორიტარი დეპუტატის არა ერთი მომართვის საფუძველზე მივიღეთ ეს ქმედითი ზომები”, _ ამბობს ნუგზარ ჩხაიძე. “სოფელში ბევრი მიტოვებული სახლია და შეიძლება, რომელიმე საფრთხეს უქმნიდეს ვინმეს სიცოცხლეს. მაშინ ამაზეც იზრუნოს დეპუტატმა”, _ ამბობენ კრების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აქციონერები.

ჩხაიძის ხელმოწერით მერიაში შესულ განცხადებას შედეგად მერის 25 მაისით დათარიღებული ბრძანება მოჰყვა და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად “მწვანე შუქი აინთო”.

ამ შენობების დემონტაჟის შემდეგ გაყიდული სამშენებლო ნარჩენებიდან შემოსავალმა, დაახლოებით, 45 ათასი ლარი შეადგინა და საბოლოოდ, ქონება, რომლის საწესდებო კაპიტალი რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, 140 ათასი დოლარით იყო განსაზღვრული, 57 ათასი ლარის ფარგლებში გასხვისდა.

“ამ ყველაფერში ბევრი რამ გვიჩენს ეჭვებს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს. გვითხრან, რატომ ჩატარდა აქციონერთა კრება ჩვენ გარეშე. უმეტესობა, ვინც შრომით კოლექტივს წარმოვადგენთ და აქციის მფლობელი ვართ, ამ სოფლის მკვიდრია და ჩვენთვის ხმის მოწვდენა, რომ აქციონერთა კრება იმართებოდა, არ იყო ძნელი საქმე.

სააქციო საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ფაბრიკის შენობის დემონტაჟის მოთხოვნა სოფლის მაჟორიტარისა და ხელმძღვანელობისგან მოდიოდა და თუ ასე იყო, რატომ არ ჩაგვაყენა საქმის კურსში მაჟორიტარმა?! 80%, ვინც შრომითი კოლექტივის სახელით აქციებს ფლობს, ამ სოფლის მაცხოვრებლები ვართ. ან თავად აქციონერებმა, რომლებმაც კრების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, რატომ არ გაგვაგებინეს არაფერი?! აღმოჩნდა, გადაწყვეტილების მიღების უფლება ნუგზარ ჩხაიძეს, რომელიც ჩვენსავით 9,27 %-ის მფლობელია, და მის გუნდს ჰქონია. ნეტავ, რატომ, თუ ამის უკან რაღაც მაქინაციები არ არის?! რა უფლებით მიიღო ამ კრებამ გადაწყვეტილება, რომ ქონება, რომელიც 140 დოლარად იყო შეფასებული, “ნიორ-ნაქურჩელად” გაყიდულიყო?! სულ რაღაც 50 თეთრად გაყიდეს ერთი კვადრატული მეტრი მიწა, სამშენებლო ნარჩენებისგანმიღებული შემოსავლით კი 80 თეთრი გამოდის. თავად ჩხაიძეც ხომ ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს აქ ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასი 3,45 ლარად აქვს შეფასებულიო? ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ეს ყველაფერი! ვფიქრობთ, შეგნებულად მოხდა ქონების გასხვისების დამალვა, რაც დიდ ეჭვს გვიჩენს, რომ ქაღალდზე დატანილი თანხა არ ასახავს რეალობას და საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს”, _ ამბობდნენ უკმაყოფილო აქციონერები, რომელთა საყვედურები ზემოთ ნახსენებმა ნუგზარ ჩხაიძემაც მოისმინა ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრაზე.

ნუგზარ ჩხაიძის არგუმენტით, ალიხანაშვილი, რომელიც გიორგაძის ნდობით აღჭურვილი პირია, სააქციო საზოგადოებაში 27,71% წილის მფლობელი იყო. ხუთ ივნისს გამართულ საერთო კრებაზე გადაწყდა, რომ აღნიშნული პროცენტი გადანაწილებულიყო ხუთ ძირითად აქციონერებზე.

აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთა და შრომითი კოლექტივის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა ერთ-ერთმა აქციონერმა ნუგზარ ჩხაიძემ:

“ბრალდება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული შენობებისა და მიწის რეალიზაცია მოხდა დაბალ ფასში, უსაფუძვლოა, რადგან შენობის და თვით ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გაყიდვიდან შემოსულმა მთლიანმა თანხამ შეადგინა 57 500 ლარი, რაც ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით, შეადგენს სამ ლარსა და 83 თეთრს, ეს კი ამ შემთხვევაში საუკეთესო ფასია. ამას ემატება ის, რომ მყიდველს ჩვენ შევთავაზეთ, დემონტაჟის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე და ყოფილ ადმინისტრაციული შენობის ბაზაზე შეექმნა თანამედროვე ტიპის საწარმო და გაეცოცხლებინა იქაურობა, რათა სოფლის მცხოვრებლებისთვის და მათი მომავალი თაობისთვის შექმნილიყო სამუშაო ადგილები. ამ ადამიანმა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული და ავტორიტეტული ბიზნესმენია ევროპის მასშტაბით, გულთან მიიტანა და მეორე დღეს მის საკუთრებაში ბრატისლავაში არსებული ოფისიდან შემდგარ ონლაინ კავშირისას დაგვიდასტურა, რომ ის მზად არის მიიღოს ჩვენი თხოვნა და შემოგვთავაზა შემდეგი პირობები: თავისი კუთვნილი 27,7 %-დან დემონტაჟის შედეგად მიღებულ თანხას, რომელიც შეადგენდა 12 465 ლარს, მთლიანად ტოვებდა ჩვენ მხარეს, პლუს გვიმატებდა 12 500 ლარს. თავის 27,7%-ს გვითმობდა ძირითად აქციონერებს, რომ გადაგვენაწილებინა თანაბრად და თანხის განაწილებაში აუცილებლად ჩაგვერთო შრომითი კოლექტივი თანაბარი სოლიდარული პრინციპის საფუძველზე. ამასთან, გვთხოვა, დროულად დაგვემთავრებინა დემონტაჟისა და ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები და წარგვედგინა მისთვის ბიზნესგეგმა ან რაიმე სახის კომერციული წინადადება, რომელიც სჭირდება სოფელს, მუნიციპალიტეტს. თუმცა, აღნიშნული წინადადება უნდა ყოფილიყო ეკონომიკურად გამართლებული. თავად გარკვევით თქვა, რომ ფინანსებზე პრობლემა არ აქვს, ჩვენს წინადადებას განიხილავს ევროპელ პარტნიორებთან ერთად და ანაზღაურებას გადაიხდიდა ტერიტორიის საჯარო რეესტრში გადაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში.

აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, გიორგაძის ნდობით აღჭურვილმა პირმა ჩვენთან ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ყველა მუხლი ზედმიწევნით პატიოსნად შესრულდა.

მე, როგორც ლანჩხუთელი კაცი, რომელმაც ჩემი და ჩემი მეგობრების სხვადასხვა ქვეყნებში ბიზნესით გამომუშავებული თანხა მოვიტანე და წლების განმავლობაში ინვესტირებას ვახდენდი ლესის ჩაის ფაბრიკაში, რომელიც ჩვენივე თანხებით და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, გახდა სააქციო საზოგადოება, მაგრამ ვერ გავუძელით ამ დარგში იმ წლებში შექმნილ უზნეო კონკურენციას და კაბალურ საგადასახადო პოლიტიკას, რის გამოცაა აღნიშნული შენობა-ნაგებობები ასეთ მდგომარეობაში. სხვა კომენტარს ვერაფერს ვერ გავაკეთებ, დანარჩენი განსაჯოს მკითხველმა, თუ საჭიროა სამართალდამცავმა ორგანოებმა და მამაზეციერმა!” _ ნუგზარ ჩხაიძე.

“გურია ნიუსი” კომენტარისთვის ლესის მაჟორიტარ დეპუტატს, ელისო ჭიჭინაძესაც დაუკავშირდა, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ის რაიონიდან გასული იყო, კომენტარის გაკეთება სამომავლოდ გადადო:

“ახლა არ ვიმყოფები ლანჩხუთში, თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად ვაპირებ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო”, _ გვითხრა ჭიჭინაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1 თებერვალი, 2026

სისხლიანი გარჩევა კოჯრის სამხედრო ბაზაზე - აკადემიის რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლებულია

საკრებულოს შანსი მერიას _ 1 ნოემბრიდან წითელ ზონაში მანქანის გაჩერება 1 ლარი იქნება

ყველა სიახლე

სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1.02.2026
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026
მსოფლიო

ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

13:22; 1.02.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

12:38; 1.02.2026
მსოფლიო

ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

12:19; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო