ცოტა ხნის წინ, ჩინეთში, ზეიანგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც საგნების გაუჩინარება შეუძლია.
ხუთსანტიმეტრიანო ჰექსაგონისებური ცილინდრი მხოლოდ 10 სანტიმეტრის ზომის საგნებს “აქრობს”.
გამოგონების ერთ-ერთი ავტორი მკვლევარი ზენგ ბინი უჩინმაჩინის მუშაობის პრინციპს ასე ხსნის: „ადამიანის თვალი აღიქვამს იმ სინათლეს, რომელსაც საგნები ირეკლავს, ეს მოწყობილობა კი სპეციალური შუშის წყალობით საშუალებას არ აძლევს საგნის ზედაპირს პირდაპირ აირეკლოს განათება“.