ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, “კვაჭალაფის უბანში” ადგილობრივი მოსახლეობა მდინარეზე კარიერების არსებობას აპროტესტებს.
მათი თქმით ინერტული მასალის მოპოვება კანონის დარღვებით ხდება. ისინი სოფელში არსებული კარიერების გაუქმებას ითხოვენ, რადგან,მათი თქმით, დროთა განმავლობაში მიმდინარე პროცესები ნიადაგის ჩამოშლას გამოიწვევს და საფრთხე შეექმნება მდინარის ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობას. გარდა ამისა, დაშრება ჭები და მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.
ჩვენ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ ტრაქტორების მუშაობას, რომ შემდეგ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ საფრთხის წინაშე.
_ “წმინდანის სოფელია, ამის დედა ვატირე, მოგვხედონ”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას აქცის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციაზე შეკრებილები მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება საკრებულოს წევრი ლავრენტი ბიგვავა.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი არ შეწყვეტენ აქციას, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.