ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.
როგორც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ის მზადაა ყველა კითხვას პასუხი გასცეს. მისივე თქმით, ის სხვა საკითხებზე კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს, რაც შეეხება გახარიას, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში პროკურატურის ცნობით, #51 სკოლაში მეთერთმეტე კლასელებსა და მეცხრე კლასელებს შორის ამავე სასწავლო დაწესებულების საპირფარეშოში დაიწყო. ერთ-ერთმა მეცხრე კლასელმა დახმარებისთვის პირველ ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე ნათესავს მიმართა. ამის შემდეგ მოზარდებმა ხორავას ქუჩაზე გადაინაცვლეს. იქ მომხდარ სისხლიან გარჩევას კი 16 წლის ლევან დადუნაშვილისა და დავით სალარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. დადუნაშვილი მრავლობითი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სალარიძე კი 20 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში ებრძოდა სიკვდილს.