სვანეთში ლეხზირის ტერიტორიაზე მყინვარიდან მასა ჩამოიშალა.
შემთხვევის ადგილას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან.
„სავარაუდოდ საქმე გვაქვს გლაციოლოგიურ პროცესებთან (წლის თბილ პერიოდში მყინვარის ინტენსიურ დნობასთან ) , რომელიც ბუნებაშიხრად ხდება. ამ ეტაპზე დროებით ჩაკეტილია ხეობაში შესასვლელი გზა“,_ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ „გურია ნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.