უპრეცედენტო შედეგები დააფიქსირეს ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის გამოცდაზე ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა.
უმაღლესი 90 ქულიდან 90 ქულა მიიღო მარიამ სამსონიამ; 89 ქულა აქვს ნანო კოროშინაძეს; 86-86 ქულა აქვთ ნიკოლოზ შაფაქიძეს და მარიამ ურუშაძეს.
85-85 ქულა მიიღეს ზურა ვაშალომიძემ და მარიამ ყაზაიშვილმა.
84 ქულა აქვს ელენე ინწკირველს; 83 _ მარიამ გიორგაძეს; 82-82 ქულა დაიმსახურეს ჯემალ შარაძემ, თორნიკე ლომთათიძემ და ზურაბ სირაძემ.