ინგლისური ენის გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების მსაგვსად, ჩოხატაურში, ამ შემთხვევაშიც პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ლიდერობენ.
უმაღლესი 90 ქულიდან _ 86 ქულა მიიღო გივი მდინარაძემ; 83-83 ქულა აქვთ გიორგი მრელაშვილს და თამთა თავართქილაძეს; 79 _ ვაჟა ბერძენიშვილს; 77-77 ქულა მიიღეს ნიკა სოროზანაშვილმა და დავით ცინცაძემ; 74 ქულა აქვს თეკლა კუტუბიძეს.
ინგლისურ ენაში 77 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა გურამ ძნელაძემ.
როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულძემ გვითხრა, ეს მონაცამები მათ სკოლებიდან მიაწოდეს.
ამავე თემაზე: ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები _ ვინ მიიღო ჩოხატაურში მაღალი ქულები
90-დან 90 ქულა _ გაიცანით ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები ოზურგეთიდან
ვინ რა შედეგი აჩვენა ლანჩხუთიდან უნარებსა და უცხო ენების გამოცდაზე