შავ ზღვაზე დღეს 3-4 ბალიან შტორმს ელოდებიან, რის გამოც ზღვაში ბანაობა ხვალ დილამდე აკრძალულია:
„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს.
კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება.
აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე.
გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.