“ქართული ოცნება“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. სხდომის დაწყებამდე პოლიტიკოსები მედიასთან კომენტარებს აკეთებენ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.
გია ვოლსკის განცხადებით, სავარაუდოდ, მმართველი გუნდი დღეს შეჯერდება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მორიგი პოლიტსაბჭოს სხდომის ჩანიშვნა გახდეს საჭირო.
„დღეს უმრავლესობის შეხვედრაა და ვფიქრობ, რომ ბევრი თემაა განსახილველი მათ შორის, ეგ თემაც იქნება აუცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული. მე ველოდები, რომ დღეს შევჯერდებით, თუ არა და კიდევ შევხვდებით”, _ განაცხადა ვოლსკიმ.