“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიამ საბჭოზე საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების მონაწილეობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს.
კობახიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით მიიღეს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა დაასახელა:
“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა სადაც ხალხის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშიანო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.