ბუნება ხშირად გვაოცებს საკუთარი სილამაზითა და ამოუცნობი ხასიათით. წლების წინ შემჩნეული უცხო ობიექტის საიდუმლო, რომელიც ხალხს მფრინავი თეფში ეგონა, უკვე ამოხსნილია.
ღრუბლები არაჩვეულებრივი და ულამაზესი მოვლენაა, რომლითაც ბუნება იშვიათად გვანებივრებს. როგორც წესი, ისინი ჰაერის ორი ფენის შედედების შედეგად წარმოიქმნებიან.
ლინზისებური ღრუბლის პროპორციები 2-დან 15 კილომეტრამდე მერყეობს. ძლიერი ქარის დროსაც კი ასეთი სახის ღრუბლები უძრავები არიან და ნებისმიერ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ.
მეცნიერები წლების მანძილზე ვერ ახერხებდნენ ამოეცნოთ ლინზისებური ღრუბელის საიდუმლო. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ეს უჩვეულო მოვლენა სენსაციად ითვლებოდა.
რატომღაც ადამიანები ამ უჩვეულო სახის ღრუბლებს მფრინავ თეფშად აღიქვამდნენ, ზოგჯერ ემოებსაც კი უკავშირებდნენ. ძველ გაზეთებში ხშირად წააწყდებით ღრუბელის ფოტოს სათაურით: “მფრინავი თეფში”, “უცხოელები ჩვენს შორის არიან” და ა.შ. დღეს კი ყველაფერი ნათელია, ლინზისებური ღრუბლის საიდუმლო უკვე ამოცნობილია.