დეკანოზის ადვოკატებმა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე შეწყალების მოთხოვნით მიმართეს.
„ის გარკვეული ჯგუფის პირადი პატიმარი არის და შესაბამისად, ძალიან ბევრი არგუმენტაციაა სამართლებრივად, მორალურად, ადამიანურად, რაც პრეზიდენტს წარედგინა ჩვენი განცხადებით და თანდართული მტკიცებულებებით და შესაბამისად, უკვე ერთადერთი ნათელი წერტილი დღეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი იმიტომ, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არ არის, ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც და მიმაჩნია, რომ თავისი შინაგანი რწმენით, თავისი ღირსებით, თავისი წესიერებით მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა რამიშვილმა და დასძინა, რომ შეწყალიბის თხოვნა არ ნიშნავს, რომ დეკანოზი დანაშაულს აღიარებს.
განაცხადი ადვოკატებმა დღეს შეიტანეს და მათ თხოვნას შეწყალების კომისია, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე განიხილავს.