ძლიერი წვიმის გამო აჭარის რამდენიმე სოფელი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში შუქი არ მიეწოდება დაბა ჩაქვში მე-7 რაიონსა და სახალვაშოს ნაწილს, ხალას, საჩინოს, დაბა ოჩხამურის, ჭახათის, სოფ.ქობულეთის, მუხაესტატეს, წყავროკას, ლეღვასა და ქაქუთის მოსახლეობას. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური, რომ დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა.
ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ყველა კრიტიკულ ადგილას. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის.