ბატონი ივლიანე ხაინდრავა ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იგონებდა:
„პრაღაში ვართ მე და ლევან ბერძენიშვილი. იმ პერიოდში ფერ-ხორცი არ აკლდა. ლევანმა ეს ქალაქი ჩემზე კარგად იცოდა და წამოდი, კარგი ლუდი უნდა დაგალევინოო. მივედით, ადგილები დავიკავეთ, ლუდი შეკვეთის გარეშე მოგვიტანეს და მენიუს ვათვალიერებთ. ყველა კერძს გვერდზე ეწერა, რამდენ პერსონაზე იყო გათვლილი. მოვიდა ოფიციანტი და ერთ კერძს დავადე თითი, ეს მინდა-მეთქი. გვერდზე ეწერა, რომ ერთ ადამიანზე იყო გათვლილი. ლევანმაც თითი ატაკა მენიუს:
– ეს მინდა!
ჩავხედე, წერია “იხვი”, ხოლო გვერდზე მითითებულია, რომ ოთხ პერსონაზეა გათვლილი. ვიფიქრე, ვერ ხვდება-მეთქი. ახლა, ჩემი მხრიდან შენიშვნა ეწყინებოდა და ოფიციანტს ხმამაღლა ვეკითხები:
– ეს კერძი რამდენ პერსონაზეა გათვლილი?
– ოფიციანტმა ორივე შეგვათვალიერა:
– რომელმა შეუკვეთეთ?
– ამან, – დავანახვე კარგად მოსუქებული ლევანი.
– მაშინ, ერთ პერსონაზე.
მთელი იხვი შეჭამა! რამდენი ვეხვეწე და გემოც არ გამასინჯა!“