სტიქიას ებრძვიან ქობულეთის მუნიციპალიტეტში _ სოფელ გორგაძეებში, ნაკაშიძეების სახლის ეზო მეწყერმა მთლიანად ჩამოშალა; დაზიანდა სახლის ნაწილი.
ადგილობრივების თქმით, სოფელში ჩამოიშალა მთა, სტიქიამ გაანადგურა გზები და სასაფლაოები.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას ჯემალ ნაკაშიძემ აღნიშნა, არსებობს საშიშროება, რომ მეწყერმა რამდენიმე საფლავი გაანადგუროს.
მისი თქმით, დილის შემდეგ, პრაქტიკულად, ბნელოდა და მხოლოდ ახლა გამოჩნდა მზის სხივები:
“ძალიან მძიმე მდგომარეობაა ჩემს ეზოში. ამ დრომდე სახლიდან გასვლა ვერ მოვახერხე, თუმცა, ვიცი, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობაა სოფელში”,
როგორ გვითხრეს, ამ დროისთვის წვიმამ იკლო.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად.