წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს “წყალი მარგებლის“ ორგანიზებით 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში „ბახმაროს თასი 2018“ – ტრადიციული დოღი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ და რომელიც 13 საათზე დაიწყება.
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.
კომპანია „წყალი მარგებელისა“ და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი მოეწყობა, ღონისძიებისთვის წყაროს წყალმა “ბახმარომ” სპეციალური საპრიზო ფონდი დააწესა, ხოლო ბახმაროს თასის პარტნიორი “ართთაიმი” გამარჯვებულებს ბრენდების „Tissot” და “Swatch” საათებს გადასცემს.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებს გაეცნობიან.
დოღის დაწყებამდე გაიმართება საზეიმო სვლა. კომპანია „წყალი მარგებელი“ მონაწილეებსა და სტუმრებს საინტერესო სანახაობასა და უამრავ საჩუქარს ჰპირდება.
წელს კომპანია სს “წყალი მარგებელი” ღონისძიებას ორგანიზებულ ფორმას მისცემს და შესაბამისად ხელს შეუწყობს უნიკალური კურორტი ბახმაროს პოპულარიზაციასა და განვითარებას.
ღონისძიების გენერალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“, ასევე პარტნიორები არიან შვეიცარული საათების კომპანია „ართთაიმი“, „გურია ნიუსი“ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
აღნიშნული ღონისძიებების დასრულების შემდეგ კი, 17 საათზე, მზის ჩასავალ გორაზე დაიწყება პირველი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ტარდება check in georgia
-სა და ევროკავშირის პროექტის, ” მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთის” ფარგლებში. #checkingeorgia.
ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Post _ ალიონი და მედიასახლი „გურია ნიუსი“. გენერალური სპონსორი კი, „წყალი მარგებელი“.
ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: KILLAGES, არა, MEBO RENARD, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, George Merych, Leif S, ლურჯი იალქანი.
დიჯეები: SUMO, WCAN და ანი ANI.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სიურპრიზიც ელოდებათ _ მსმენელისთვის ყველაზე ცნობილი ცნობილი გურული DJ დაუკრავს.
ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია „კლიპ არტი“.