19 აგვისტოს, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, თანამედროვე მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ბახმარო SunSet Fest ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციული დოღის შემდეგ ჩატარდება და მომავალში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
ფესტივალი ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, მზის ჩასავალ გორაზე, 17:00 საათიდან _ დილამდე მსმენელს შესთავაზებს თანამედროვე მუსიკას ახალგაზრდებში პოპულარული ჯგუფებისა და DJ-ების შესრულებით.
დაგეგმილია მზის გაცილების ცერემონიალი; მოეწყობა „კარვების ქალაქი“ ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარულთათვის. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება ყველა აუცილებელი სერვისით; იფუნქციონირებს კაფე & ბარი, რომლებშიც, ძირითადად, გურიაში წარმოებული პროდუქტი, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელი იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: KILLAGES, არა, MEBO RENARD, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, George Merych, Leif S, ლურჯი იალქანი.
დიჯეები: SUMO, WCAN და ანი ANI.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სიურპრიზიც ელოდებათ _ მსმენელისთვის ყველაზე ცნობილი ცნობილი გურული DJ დაუკრავს.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი ტარდება სახელმწიფო პროგრამა “Check in Georgia“ ფარგლებში. ევროკავშირის პროექტის – ” მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” მხარდაჭერით.
ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს “ა(ა)იპ „Post- ალიონი“. მედია პარტნიორი ორგანიზაციები არიან: მედია სახლი “გურია ნიუსი“ და კლიპარტი.
ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული გურიაში მცხოვრები ახალგაზრდები – მოხალისეები.
ფესტივალი ხელს შეუწყობს ბახმაროს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბიზნეს სექტორის ჩართვას ტურიზმის განვითარებაში.
ფესტივალის გენერალური სპონსორია “წყალი მარგებელი”.
სპონსორები არიან: კომპანია “ზედაზენი”; შპს “პალადა”; “საქენერგო რემონტი”; შპს “NEW ROAD”; “ორბი ჯგუფი” “ოზურგეთლუდი”, “ვასაძის პური”; “My family”, სასტუმრო “ბახმარო”.; “ნატურალ თი კომპანი”, “ჩვენი მარკეტი”.
მხარდამჭერები არიან: გურიის სამხარეო ადმინისტრაცია; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო; შინ აგან საქმეთა სამინისტრო; ენერგო პრო ჯორჯია, მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიურო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი; “ლიდერფუდი”; TBC ბანკი; ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია; ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე; ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი გელა ჭანუყვაძე; ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე, ბიზმესმენი გია ცეცხლაძე.