„ეს ქალი დაასახელა ივანიშვილმა იმიტომ, რომ ის აწყობს მოსკოვს”, _ ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. სააკაშვილმავიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ იყენებენ რუსული მედიასაშუალებები პროპაგანდისთვის, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას – “ომი საქართველომ” დაიწყო.
ენმ-ის ლიდერის თქმით, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ საფრანგეთში მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეწყდება მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება.
“ამ ქალის დასახელებით ივანიშვილი ორი კურდღლის დაჭერას ლამობს-ერთის მხრივ, ის აწყობს მოსკოვს ,მას შემდეგ,რაც მან არ გაამართლა ქართველი ხალხის ნდობა და უღალატა თავის ისტორიულ სამშობლოს,და,ამავე დროს,ივანიშვილს იმედი აქვს ,რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
დაფიქრებულხართ იმაზე,თუ რატომ ვერ გადის ივანიშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ,უკვე წელიწადზე მეტია?
ამის მიზეზი ისაა,რომ მას დააკავებენ საფრანგეთის მოსამართლის მითითებით.
ამიტომ,ის იმალება საქართველოში,რომელსაც სწრაფად აქცევს დანაშაულებრივი სინდიკატის სამალავად.
ოქტომბერში ჩვენ ამას დავუსვამთ წერტილს.
ის ვეღარც საქართველოში დაიმალება და ვეღარ ამოეფარება ხეებს! – წერს სააკაშვილი.