სმარტფონების, ლეპტოპებისა და სხვა ციფრული მოწყობილობებიდან გამოსხივებული ლურჯი შუქი მხედველობას აზიანებს. ამის შესახებ THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ტოლედოს უნივერსიტეტის მეცნიერები საუბრობენ.
როგორც ისინი ამბობენ, ლურჯი შუქი ხელს უწყობს თვალის მგრძნობიარე უჯრედებში შხამიანი მოლეკულების წარმოქმნას.
„ლურჯი გამოსხივება მხედველობას და თვალის ბადურას აზიანებს. ჩვენი ექსპერტები იკვლევენ და ვიმედოვნებთ, ახალი ტიპის თვალის წვეთით თერაპია იქნება შესაძლებელი“,_ამბობენ ისინი.