ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. მერის წარმომადგენელის თქმით, გოგონამ თავი საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ჩამოიხრჩო.
სოფელში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რატომ მოიკლა მოზარდმა თავი.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ წუთას იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. საქმე აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.