“ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად… თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი”, _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
ზურაბიშვილის თქმით, ხანდახან ხუმრაბო შესაძლებელია.
“ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები ყოველთვის. ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად… თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი”, – აცხადებს ზურაბიშვილი.
მანამდე პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მედიის წარმომადგენლებს ურჩია ტვინი გაენძრიათ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.