მეცნიერები სამართლიანად ითვლებიან ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანებად მსოფლიოში. საუბარია მათზე, ვინც ცოდნის გაღრმავებისა და ახლის ძიებისათვის საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ რისკის ქვეშ. თუმცა ეს ყველაფერი მძაფრი განცდების და ადრენალინის გამოც ხდება.
ჯეფ მაკლი სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება. მან განახორციელა ჩასვლა მოქმედი ვულკანის კრატერის ცენტრში.
ამ სანახაობის ხილვისთანავე თქვენ ალბათ ჟიულ ვერნის მოთხრობა გაგახსენდათ: “მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ”. თუმცა აქ, წიგნისაგან განსხვავებით, სასტიკი სიცხე მძვინვარებს: დაახლოებით 1000 გრადუსი.
ჯეფ მაკლიმ განახორციელა ვულკან მარუმში ჩაშვება, რომელიც ახალ ზელანდიაში მდებარეობს.
თავის თანამზრახველებთან ერთად ის ვულკანის მწვერვალზე ოცდათვრამეტი დღე ელოდებოდა შესაფერის მომენტს, რომ შედარებით უსაფრთხო ყოფილიყო კრატერში ჩასვლა.
ჯგუფის წევრებმა, რომელთაც ეს თავზეხელაღებული მანევრი უნდა განეხორციელებინათ, სპეციალური თერმოგამძლე ტანსაცმელი ჩაიცვეს. ამ ბალახონში გახვეული ჯეფი კრატერში ოთხასი მეტრის სიღრმეზე ჩაეშვა. ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში ეს უშიშარი და რისკიანი ადამიანი იმყოფებოდა კრატერის ცენტრში და სურათებს იღებდა.
მეცნიერი ძალიან რისკავდა ამ საქციელით, რადგან ლავის ამოხეთქვას შეეძლო ის წამში ფერფლად ექცია, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და ჯეფ მაკლი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვინც იმოგზაურა მოქმედი ვულკანის კრატერში.