აინშტაინი უცნაური თავით დაიბადა _ როდესაც აინშტაინი დაიბადა (14 მარტი, 1879 წ) უკანა თავის არე იმდენად დიდი ჰქონდა, რომ მისი ოჯახის წევრები წუხდნენ ამ უცნაურობის გამო. მაგრამ პირველი რამდენიმე კვირის შემდეგ, თავის ფორმა უფრო ნორმალური გახდა.
აინშტაინმა საუბარი გვიან დაიწყო _ ამბობენ, რომ მან ვერ დაიწყო საუბარი 10 წლის ასაკამდე. ამის გამო სტენფორდის ეკონომისტმა დოქტორმა თომას სოველმა შემოიღო საკამათო ტერმინი “აინშტაინის სინდრომი”. ეს სინდრომი ძირითადად გენიოს ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც საუბარი გვიან დაიწყეს.
აინშტაინი სულაც არ იყო ცუდი მოსწავლე _ მასზე დიდი ხანი ამბობდნენ, რომ ის იყო ცუდი სტუდენტი. თუმცა ეს ტყუილია. ფაქტობრივად, აინშტაინი არ იყო სუსტი სტუდენტი. ის იყო ბრწყინვალე მევიოლინე, იღებდა მაღალ ნიშნებს ლათინურ და ბერძნულ ენებში. ადრეულ, 15 წლის ასაკში მან უკვე კარგად აითვისა აღრიცხვა.
აინშტაინს ჰყავდა უკანონო შვილი _ სანამ აინშტაინი და მისი პირველი მეუღლე მილევა მერისი იქორწინებდბენ, მას ფარულად შეეძინა ქალიშვილი მისი მშობლების სახლში, სერბეთში. მაგრამ ბავშვის ბედი, რომელსაც ლიესერლი დაარქვეს, გაურკვეველია. ის დაბადებისთანავე ფაქტობრივად გაქრა ისტორიული ჩანაწერებიდან. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ აინშტაინს ოდესმე ნანახი ჰყავდა მისი ქალიშვილი.
აინშტაინი მის მეუღლეს უცნაურ წესებს უდგენდა _ აინშტაინი ბევრს მოითხოვდა მილევასგან. მან დაუდგინა ცოლს კომპლექტი წესებისა. სიის მიხედვით, მას უნდა ჰქონოდა დღეში სამჯერადი კვება, შეეწყვიტა ლაპარაკი, თუ ქმარი სთხოვდა და სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონოდა ინტიმური ურთიერთობა მასთან.
აინშტაინი არასოდეს იცვამდა წინდებს _ მსოფლიოში ცნობილი გენია არასოდეს იცვამდა წინდებს. საერთოდ ის ძალიან მოუწესრიგებელი ადამიანი იყო. თუმცა, საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილა მის თმებზე, რომელიც მუდამ აჩეჩილი და მოუწესრიგებელი იყო.
შესაძლოა აინშტაინმა დააჩქარა საკუთარი სიკვდილი _ აინშტაინი გარდაიცვალა 1955 წლის 18 აპრილს. სისხლძარღვების გახეთქვის გამო. ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებმა შესთავაზეს ოპერაცია, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა და თქვა: “ეს არის ცხოვრების უგემოვნო გახანგრძლივება ხელოვნურად”.