ვერძები ძალიან აქტიურები არიან სოციალურ ქსელში. მათი გვერდი, პირველ რიგში მათი იმიჯია. ვერძებს უყვართ ურთიერთობა, კომენტარების კეთება და საკუთარი აზრის გამოთქმა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები უიშვიათესად იჩენენ მეგობრებში დამატების ინიციატივას. ამ შემთხვევაში, მათთვის რთულია პირველი ნაბიჯის გაკეთება.
კუროები ყველაზე ნაკლებად არიან სოციალურ ქსელზე დამოკიდებულები. მათ არ იზიდავს ვირტუალური სამყარო. კუროსთვის ბევრად უფრო ადვილი და საინტერესოა რეალურ სამყაროში კონტაქტი. ამის გამო, ძუნწები არიან კომენტარების და “ლაიქების” მხრივ.
ტყუპები გახსნილები არიან საზოგადოებისთვის. უამრავი ადამიანისთვის, რომელიც ამ ნიშნის ქვეშაა დაბადებული, სოციალური ქსელი არის სამყარო, სადაც შეუძლიათ ბოლომდე იყვნენ გახსნილები. ისინი გამუდმებით რაღაცას წერენ სტატუსად, აკომენტარებენ და აფასებენ. ძალიან უყვართ თავიანთი მეგობრებისა და კოლეგების გვერდების თვალიერება. მათ აინტერესებთ იმათი “თაიმლაინებიც”, ვისაც არ იცნობენ.
კირჩხიბებს სოციალურ ქსელში, მეგობრების მიზერული რიცხვი ჰყავთ. მათ რიცხვში შედიან მხოლოდ რჩეულები! ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულები ურთიერთობებზე როგორც წესი არ გიჟდებიან ვირტუალურ ურთიერთობებზე. მის გვერდზე ვერ იპოვნით ვერაფერს ზედმეტს: ვერც სპამს, ვერც ზედმეტ ხალხს და კომენტარებს. ისინი დაწვრილებით ადევნებენ თვალყურს თავიანთ “თაიმლაინს”, რათა ის ყოველთვის მოწესრიგებული იყოს.
ლომები ხშირად მიისწრაფვიან სოციალურ ქსელში მეორე ცხოვრების შექმნისაკენ. ვირტუალურ სამყაროში, ისინი გვესახებიან, როგორც უფრო ლამაზები, წარმატებულები და გონივრულები ვიდრე სინამდვილეში არიან. პროფილის სურათზე აყენებენ თავიანთ საუკეთესო სურათს, რათა მიიღონ უფრო მეტი “ლაიქი”. ამ ნიშნის წარმომადგენლები აკეთებენ ყველაფერს, რათა გამოირჩეოდნენ მილიონობით ადამიანისგან.
ქალწულების განმასხვავებელი ნიშანი სოციალურ ქსელში არის მწირი ინფორმაცია მათ კედელზე. ეს იმიტომ კი არა, რომ საიდუმლოდ შენახვა ურჩევნიათ, უბრალოდ არ თვლიან საჭიროდ ძალიან ბევრი წერონ საკუთარ თავზე. ვირტუალურ სამყაროში, ქალწულები ხშირად პედანტურები არიან – ისინი დაკვირვებით ადევნებენ თვალს ლაიქებს, კომენტარებს, სტუმრებს და გრამატიკულ შეცდომებს ჩანაწერებში.
სასწორის გვერდზე შესვლისას, მაშინვე მიხვდებით რა ხასიათზე იყო ამა თუ იმ დღეს, წუთს თუ წამს. ისინი ყოველთვის ათავსებენ ხასიათის შესაფერის პოსტებს. ეს ის შემთხვევაა, როცა სტატუსის მიხედვით, შეგიძლიათ გაიგოთ ადამიანზე ყველაფერი. სასწორის პოსტები გაჟღენთილია მეგობრობის, სიყვარულის, ღირებულებებისა და შემოქმედებითი ამბებით. ისინი ძალიან კომუნიკაბელურები არიან, ამიტომაც ბევრი მეგობარი ჰყავთ მეგობრების ლისტში. მათ შორის ისინიც, ვისაც არც იცნობენ.
ღრიანკალი დაუნდობელი და ბოროტი მოსაუბრეა სოციალურ ქსელში. ყოველ მონაწერში იგესლებიან. მათ უყვართ თავიანთი აზრის გამოთქმა და არ ეშინიათ იმის, რომ გააკრიტიკებენ. მეგობრობის გვერდი მწირი აქვთ, მაგრამ ვინც ჰყავთ, ყველასთან ურთიერთობენ. მორიელი ძალიან ემოციურია სოციალურ ქსელში – რაც გამოიხატება მათ პოსტებში.
მშვილდოსნები უბრალოდ გიჟდებიან ახალი მეგობრების შეძენაზე! სწორედ ამიტომ უყვართ მათ სოციალური ქსელი. მეგობრები ბევრი ჰყავთ და ისინიც ცდილობენ ყველას გაუნაწილონ თავიანთი თავისუფალი დრო. მშვილდოსნები ერიდებიან ისეთი აზრის გამოთქმას, რომელსაც მწვავე დისკუსია მოჰყვება. პირიქით, ისინი ცდილობენ აფრქვიონ სიკეთე და სიმშვიდე სოციალურ ქსელში.
თხის რქა იშვიათად ჩნდებიან ინტერნეტ სივრცეში. როცა კი ჩნდებიან, ცდილობენ თავიანთი უპირატესობა წარმოაჩინონ. მეგობრები ცოტა ჰყავთ, რადგან სიტყვა “მეგობარს” დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და არასდროს დაიმატებენ უცხოებს მეგობრებში.
მერწყულებს უყვართ ვირტუალური ურთიერთობა. ხშირად სოციალური ქსელი მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორიც რეალური ცხოვრება. ამის მიუხედავად, მერწყულები ზედაპირულად ურთიერთობენ, რადგან უფრო მიჩვეულები არიან ცოცხალ საუბარს.
როდესაც თევზები შედიან ინტერნეტში, დრო თითქმის ჩერდება მათთვის. ამ ნიშნის წარმომადგენლები ისე არიან მოხიბლული ვირტუალური სამყაროთი, რომ რეალობაში დაბრუნება აღარ უნდათ. სოციალურ ქსელში მათ შეუძლიათ მოძებნონ პასუხები თავიანთ ცხოვრებისეულ კითხვებზე. ინტერნეტ სივრცეში ცხოვრება მათ უფრო ბედნიერი, მხიარული და წყნარი ეჩვენებათ. თუმცა ეს მხოლოდ მათი მოფიქრებული სამყაროა. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი სხვაგვარადაა?!