ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის კრიზისი დაუყონებლივ მოგვარდება თუ თურქეთი ამერიკელ პასტორს გაათავისუფლებს, _ ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, ტრამპის მრჩეველმა ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
„თურქეთის მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა რომ არ გაათავისუფლა ამერიკელი პასტორი“, _განაცხადა მან.
კითხვაზე, ამერიკის შეერთებული შტატები ეჭვქვეშ აყენებს თუ არა თურქეთის ნატოში წევრობის საკითხს_ ბოლტონი პასუხობს, რომ ეს საკითხი ამ მომენტში არ დგას.
„ჩვენ ყურადღება გამახვილებული გვაქვს ამერიკელი პასტორის და კიდევ სხვა ამერიკელების გათავისუფლებაზე, რომლებიც თურქეთის ხელისუფლებამ უკანონოდ დააკავა“, _ აცხადებს ბოლტონი.