დიდი ბრიტანეთის ბრექსითის მინისტრი, დომინიკ რააბი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
“ჩვენ ყველა შეხვედრაზე კარგ პროგრესს ვაღწევთ ცალკეულ საკითხებზე“, _ განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, ხუთშაბათს ბრიტანეთი გამოაქვეყნებს 25 ტექნიკურ ნაშრომს, რომელიც ხალხს და კომპანიებს რჩევებს მისცემს, როგორ გაუმკლავდნენ ზიანს, რომელიც ევროკავშირის დატოვებიდან წარმოიშობა.