კონსტანტინე შუბითიძე, სტუდენტი, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს სიტყვა ოკუპაცია ათქმევინა, ,,ევროპული საქართველოს“ წევრი და ამავე პარტიის ლიდერის, სეგი კაპანაძის თანაშემწეა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ,,ტაბულა“ ავრცელებს.
,,გურია ნიუსმა“ გაარკვია, რომ კონსტანტინე შუბითიძე პარტია ,,ევროპული საქართველოს“ შემომწირველია. კერძოდ, 2017 წელს მან პარტიას, ჯამში, 6 000 ლარი შესწირა.
ცნობისთვის, გუშინ შუბითიძემ ანგელა მერკელს შემდეგი კითხვით მიმართა:
_ ორი დღეა უკვე იყენებთ შეფასებას _ „უსამართლო მდგომარეობა“, არ იყენებთ სიტყვა ოკუპაციას. ტერმინ „ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა არის თუ რატომ არ იყენებთ? რატომ არ აფასებთ ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს როგორც ოკუპაციას?
საპასუხოდ კი მერკელმა განაცხადა:
,,ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, 20 %, რაც რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად“, _ თქვა მერკელმა.