“ეს იყო პარტიის მუშა შეხვედრა. ვისაუბრეთ პრობლემებზე და არსებულ მდგომარეობაზე”, _ ეს განცხადება ოზურგეთის საკრებულოს წევრმა მარიკა ჩხიკვიშვილმა “ოცნების” ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ “გურია ნიუსთან” გააკეთა.
მისი თქმით, დაიგეგმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გასახორციელებელი გეგმები:
_ გვითხრეს, რომ პარტიას არ ეყოლება კანდიდატი, მაგრამ ჯერ არ იციან, ვის დაუჭერენ მხარს, _ აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.
მისივე თქმით, მან საკუთარი მოსაზრება მერიის მუშაობის შესახებაც გააცნო პარტიის ლიდერებს და უთხრა, რომ ოზურგეთის მერია საჯარო ინფორმაციასაც კი არ აწვდის დეპუტატებს, რაც მათ მუშაობაში ხელს უშლის:
_ ეს ფორმატი ამას არ ითვალისწინებდა, თუმცა, გამოვიყენე სიტუაცია და საკუთარი მოსაზრება დავაფიქსირე, _ გვითხრა ჩხიკვიშვილმა.
ამ წუთებში “ოცნების” ლიდერები პარტიის გურიის აქტივს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან.