ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა, რომლიდანაც ერთ-ერთი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკუთვნის.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით მიმდინარეობს.
პირველადი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა საგზაო ნიშნის დაუმორჩილებლობამ გამოიწვია.