გიორგი ასათიანი, რომელიც ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, სოციალურ ქსელში თავს არაორდინალური დაპირებებით იქცევს.
ასათიანი საზოგადოებას არჩევის შემთხვევაში შემდეგი დაპირებების შესრულებას ჰპირდება:
,,ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დამამთავრებელ კლასებში გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები. ქალი უბიწოდ უნდა ჩაბარდეს მომავალ მეუღლეს.
კიდევ ერთი სიახლე _ გაუთხოვარი, უბიწო პენსიონერები მიიღებენ 50–ლარიან დანამატს“, _ წერს ასათიანი.
სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნულ პოსტს დისკრიმინაციულად აფასებენ და იუმორით ამბობენ, რომ ანალოგიური დაპირება მამაკაცებზეც უნდა გავრცელდეს.
გიორგი ასათიანის კანდიდატურა ცესკოში, ჯერჯერობით, ოფიციალურად წარდგენილი არ არის.