პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი ასათიანის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც თანახმადაც, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში “დამამთავრებელ კლასებში გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები”, რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში განხილვის თემაა.
ასათიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს:
“ვინაიდან, ქალიშვილობის მოწმობაზე დადებულ ჩემს პოსტს საზოგადოების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, მსურს, მცირედი განმარტება გავაკეთო: ვინც ამ ტესტირებას ვერ გაივლის, მიიღებს მხოლოდ 9 კლასის ატესტატს, ე.წ “მოისმინას”… ამ თემაზე უკომპრომისო ვიქნები.
აქვე კიდევ ერთი სიახლე: მსურს დავაარსო რეალური საგანმანათლებლო დაწესებულება _ ქალიშვილობის ინსტიტუტი, სადაც ნამდვილ დიასახლისებად აღვზრდით სტუდენტებსს..
სილაბუსსა და სასწავლო პროგრამას მოგვიანებით გაგაცნობთ”, _ წერს გიორგი ასათიანი.
ამავე თემაზე: ,გაუთხოვარი პენსიონრები მიიღებენ 50-ლარიან დანამატს“ _ რას ჰპირდება ასათიანი ამომრჩეველს