სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილს მეოთხედ კითხავენ.
როგორც მან სუს-ის შენობაში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის დაკითხვაზე მისვლას მეტჯერ აღარ აპირებს.
„ჩემთვის აქ მოსვლა სიკვდილზე მეტია და მე არ ვაპირებ ამ ცირკში ჩემი თავის გამასხარავების მეტი უფლება, რომ მივცე ამ ხელისუფლებას. გადავწყვიტე ამ ცირკიდან გამოვიდე დღეს არის ბოლო მოსვლა ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში. თუ აქ იძულებით მომიყვანეს, იმასაც შევეწინააღმდეგები. მაშინ ჩამსვან ციხეში და იქ დამკითხონ. მე ფიზიკურადაც, მორალურადაც უკვე არ შემიძლია“, _ განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის დააკაონ.
„მინიმუმ, 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს თითო დაკითხვა და თავად მიიჩნევს, რომ ეს მისი წამებაა. ის არის ფიზიკურად შეუძლოდ. ვინაიდან ასეთი ინტენსიური დაბარებებია, მოლოდინი გვაქვს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი, შესაძლოა, დააკავონ. თუმცა, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, _ აცხადებს კუბლაშვილი.