ამ აღმოჩენამ ნამდვილად განაცვიფრა, თანამედროვე მეცნიერება.
ცოტა ხნის წინ ეგვიპტეში, გათხრების დროს მეცნიერებმა აღმოაჩნინეს ადამიანის ყბა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 2000წლის წინათ გაკეთებული სტომატოლოგიური ოპერაცია. კბილების წყობას (ყბას) აკლდა ორი კბილი.
მაშინდელმა სტომატოლოგმა დაამუშავა პირის ღრუ და ოქროს მეშვეობით გააკეთა ორი კბილის პროთეზი. ნანახით განცვიფრებულნი არიან ასევე სტომატოლოგებიც, რადგან კვლევებიდან ირკვევა რომ მსგავსი ოპერაცია 20 საუკუნის დასაწყისშიც კი ვერ ტარდებოდა, ან თუ ტარდებოდა ბევრი შრომის და გამართლების წყალობით.
ეს აღმოჩენა გაკეთებულია ეგვიპტეში. ექპერტიზით ასევე დადგინდა რომ იგი ნამდვილად ეგვიპტელია და არ მიეკუთნება რომელიმე სხვა რასას.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს მისი ასაკი, სქესი, წონა, და რას მიირთმევდა ყველაზე ხშირად.
ოქრო, რომლითაც გამაგრებულია კბილები, მაღალი ხარისხისაა და არ შეიცავს რაიმე დანამატს.
მასალა რომლითაც დამზადებულია ორი კბილი (პროტეზი) არ არის ძვალი. ნივთიერების ანალიზის შემდეგ, დადგინდა რომ მსგავსი მასალა პლასმასისებური მცენარეა რომელიც იმ დროს მოიპოვებოდა იერუსალიმის მიდამოებში (დღევანდელ ისრაელის სახელმწიფოში).
მკვლევარებმა დაიქირავეს სტომატოლოგთა გუნდი, რომელთან ერთადაც შეეცდებიან გაიგონ თუ სხვა პირის ღრუს პრობლემების დროს: სტომატიტის, კარიესის, ზედმეტი სიყვითლის და სხვათა გადასაჭრელად რა ხერხს იყენებდნენ ეგვიპტელი სტომატოლოგები.