ბერიშვილების ოჯახი გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცავებთან ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ თამაზ ბერიშვილს მანქანის გაჩერების გამო 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ბერიშვილების თქმით, პოლიცია მათი მისამართით აგრესიას გამოხატავდა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ოჯახი ირწმუნება, რომ ფაქტს მათი 12 წლის შშმ ბავშვი შეესწრო, რომელიც შეუძლოდ გახდა. ბერიშვილების ოჯახიდან მამა და შვილი, ასევე მათი ახლობელია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, ერთი მათგანი წინააღმდეგობის გაწევაზე, ხოლო ორი პირი კი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. ოჯახი მათ დაუყონებლივ გათავისუფლებას, ხოლო შშმ პირის გამო, საქმეში ჯანდაცვის სამინისტროს ჩარევას ითხოვს.
წყარო: რუსთავი2