დღეს, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ, სტუდენტობა მიულოცა და წინსვლა უსურვა.
„თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას. ეს არის თქვენი ცხოვრების ყველაზე კარგი და საინტერესო ეტაპის დასაწყისი. მიხარია თქვენი წარმატება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს რეგიონს ასახელებთ“, _ უთხრა გუბერნატორმა სტუდენტებს.
შეხვედრას, რომელიც ოზურგეთის საგანმანათლებო რესურსცენტრში გაიმართა, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და საჯარო სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წელს 308 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი. აქედან 53-მა მოიპოვა სხვადასხვა ტიპის სასწავლო გრანტი (სახელმწიფო გრანტი 50%-იანი, 70%-იანი და 100%-იანი დაფინანსებით). (R)