იმერეთის რეგიონში _ ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს. სოფლებში, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონები _ “მოიზიდე და გაანადგურე სადგურებია” დამონტაჟებული, წამლობა ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს, რაც სეს-ის განმარტებით, ფერომონზე მოზიდულ მავნებელს სრულად ანადგურებს.
ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ ცივი შესხურების პარალელურად, იწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.
მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.