ტაიფუნ ჯების შემდეგ იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა და მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად კუნძულ ჰოკაიდოზე 2 დაღუპული, 38 დაკარგული, 120 კი დაშავებული ადამიანია.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველები მეწყერში მოყოლილ სახლებს ათვალიერებენ, რის შედეგადაც, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.
გარდა ამისა, დაზიანებულია ჰიდროელექტროსადგური, რის გამოც, მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება, არ მუშაობს ბანკომატები. ავტოსაგზაო მოძრაობას პოლიცია არეგულირებს, რადგან გამორთულია შუქნიშნები.