ინდოეთში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის სექსუალური კავშირი კანონით აღარ დაისჯება. ამის შესახებ გადაწყვეტილება REUTERS-ის ინფორმაციით, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში მსგავსი კავშირი 2013 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა და 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.
„ნებისმიერი ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობა 2 ზრდასრულ ადამიანს შორის, ჰომოსექსუალები, ჰეტეროსექსუალები თუ ლესბოსელები იქნებიან ისინი, შეუძლებელია არაკონსტიტუციური იყოს“, _ განაცხადეს გადაწყვეტილების გამოცხადებისას.