შშმ პირი რამაზ ფუტკარაძე, რომელსაც გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს, ამ წუთებში საპატრულო პოლიციის მიერ დაწერილ 700-ლარიან ჯარიმას აპროტესტებს. მისი თქმით, ის თავის კუთვნილ ავტომანქანას მართავდა, რომელიც ბიძაშვილის სახელზეა გაფორმებული. როგორც ჩვენთან საუბრისას ფუტკარაძემ აღნიშნა, იუსტიციის სახლთან თავს დაიწვავს თუ ჯარიმას არ მოუხსნიან.
“ამ ადამიანს სასამართლოს მიერ აკრძალული აქვს მანქანის მართვა. მას უფლება აქვს მიმართოს სააპელაციო სასამართლოს“, _ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას დავით გოგიტიძე, საპატრულო პოლიციის ოზურგეთის საგამოძიებო განყოფილების უფროსი დავით გოგიტიძე.