სირიის სახელისუფლებო ძალები იდლიბში ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად ემზადებიან. ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მტკიცებულებებზე დაყრდნობით აცხადებენ. თუმცა, რა მტკიცებულებებია არ აკონკრეტებენ.
როგორც ვაშინგტონში ამბობენ, ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენენ.
მაუწყებლის ცნობით, სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს.
BBC-ის ინფორმაციით, გაეროში ამბობენ, ქვეყანას ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება თუ საომარი ქმედებები ისევ გაგრძელდება, თურქეთს კი საზღვარზე ახალი ლტოლვილების ნაკადის ეშინია.
როგორც ცნობილია, გასულ წელს ქიმიური იარაღით გახორციელებული თავდასხმის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა.
როგორც გაეროში და ქიმური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციაში ამბობენ, თავდასხმის უკან საიდუმლო სამთავრობო ძალები იდგნენ.