საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა, ოზურგეთელ ამომრჩეველთან შეხვედრა ჭადრების ბაღში გაიმართა, სადაც მისი მხარდამჭერები ხელმოწერებსაც აგროვებდნენ.
შაშიაშვილის თქმით, ის არც საარჩევნო შტაბების შექმნას აპირებს და არც რომელიმე პარტიას სთხოვს მხარდაჭერას.
პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ მოსახლეობას პირადად შეხვდება და საკუთარ პროგრამასაც გააცნობს:
_ აშკარაა, რომ ხალხსა და ხელისუფლებაში რადიკალურად განსხვავებული ხედვაა დღევანდელობის. საზოგადოებაში სასიკეთო ცვლილებების დიდი განწყობაა და ამ განწყობის გამოუყენებლობა დანაშაულია.
ქვეყანას ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობის შემქმნელი პრეზიდენტი სჭირდება, _ აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.