„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.
ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძის და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი, მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება.
საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა,” – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის მმართველი პარტიისგან სრული მხარდაჭერა ექნება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.